„ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტის დაარსება,“ - ამ თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორმა, აკადემიკოსმა, ისტორიკოსმა ნიკო ჯავახიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.
ღონისძიებაზე მომხსენებელმა ისაუბრა, ქართული მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში, ივანე ჯავახიშვილის მიერ შეტანილ ღვაწლზე. მსმენელებს გააცნო მისი ბიოგრაფია და ვრცლად ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობაზე.
საჯარო ლექციას, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.