საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართვა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა და ადმინისტრაციული საქმიანობის შემდგომი სტაბილიზაციისა და უნივერსიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა-განმტკიცებისათვის აკადემიური საბჭო მიმართვას ავრცელებს:

    უნივერსიტეტსა და ზოგადად აკადემიურ სივრცეში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრედიტაცია, მათ შორის სრულიად მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, რაც ვითარების დაძაბვას უწყობს ხელს.

    ზემოთქმულის შესაბამისად, თსუ აკადემიური საბჭო მოუწოდებს პროფესორმასწავლებლებს, სტუდენტებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და ჰომოფობიური განცხადებების გამოყენებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეთიკური და დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო დაედებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

    უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა თავად უნდა მისცენ სტუდენტობას ერთიანობის მაგალითი, რათა მოიხსნას დაპირისპირება.

    თარიღი: 07/07/2018