საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ინგლისურენოვანი ტრენინგი - ’’პროფესიული პროექტის შედგენა’’

    თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით, ნებისმიერ მსურველს, სთავაზობს 8 - საათიან ინგლისურენოვან ტრენინგს - ’’პროფესიული პროექტის შედგენა’’, რომელიც გაიმართება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3), სამშაბათს, 29 იანვარს, 9:00 საათზე.

    ტრენინგი მიზნად ისახავს ინდივიდუალური პროფესიული გეგმის შემუშავების ტაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლას.

    ტრენინგის თემებია:
    - პროფესიული პროექტის ირგვლივ, უკვე არსებული, მეთოდების და კითხვარების პრეზენტაცია.
    - კონკრეტული, სტუდენტის პროფილის შესაფერისი, მეთოდის შერჩევა და გამოყენება.
    - კოლექტიური აზროვნების და პრობლემის კოლექტიურად გადაჭრის წახალისება და პრაქტიკაში დანერგვა.
    - ინოვაციური აზროვნების პროცესში სტუდენტის ჩაბმა.

    ტრენინგს გაუძღვება პროფესიული სწავლებისა და ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) პროფესორი კიმ ვუ პარიზიდან. CNAM-ს აქვს 158 პროფესიული გადამზადების ცენტრი, სადაც ამჟამად 69 000 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

    ჩატარების დრო  - 2019 წლის 29 იანვარი, 9:00 – 18:00
    ტრენინგის ენა - ინგლისური  
    მდებარეობა - თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა
    მისამართი: მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, №3

    ტრენინგზე წინასწარ დარეგისტრირება აუცილებელია. დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, 27 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი, გვარი, უნივერისტეტის დასახელება, ფაკულტეტი, მობილურის ნომერი მისამართზე: cantt@sciencelib.ge
     



    თარიღი: 24/01/2019