საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

    უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  29 ნოემბერს  სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის შეტყობინება:

     უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

    თსუ პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას.

    სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, შესაბამისი სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.

    აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!

    თარიღი: 03/12/2024