საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევითი პროექტის „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“ ძირითადი შედეგები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი პროექტის „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“ ძირითადი შედეგების წარმოდგენა გაიმართა. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2021 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული №FR-21-3869 კვლევითი პროექტი „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“  2022 წლიდან ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით. მისი ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების შესწავლა. კერძოდ, კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია ინკლუზიური განათლების მიმართ მომავალი და მოქმედი მასწავლებლების დამოკიდებულებები და  უნივერსიტეტების ინკლუზიურობის ხარისხი -  შესწავლილია ინკლუზიური განათლების მიმართ სამიზნე უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დამოკიდებულებები; ასევე, ის ბარიერები, რომლებსაც სწავლის პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები ხვდებიან.

 

კვლევა ჩატარდა ოთხ სამიზნე უნივერსიტეტში -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

თარიღი: 12/03/2024