საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) მობილობისთვის

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის  2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) მობილობისთვის.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს შემდეგი ფაკულტეტებიდან: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული, ეკონომიკა და ბიზნესი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა. 
მგზავრობის, დაზღვევისა და ცხოვრების ხარჯები უნდა დაფაროს სტუდენტმა. 

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერტიფიკატი)
  • ან თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი ან/და 2019 წლის 13 მარტი; მინიმუმ 71 ქულა)

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • ფინალური შერჩევა/დამატებითი გასაუბრება სკაიპით (ლოძის უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  7 ივნისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი 
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის  ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი (მინიმუმ 20 ECTS), კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერტიფიკატი, 2018/2019 სასწავლო წლის თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა ან ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით დამოწმებული ცნობა, რომელიც დასაბუთებულად დაადასტურებს სტუდენტის ენობრივ კომპეტენციას - მინიმუმ B2 დონე)
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
  • ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (1 ოქტომბერი-16 თებერვალი)

დამატებითი ინფორმაცია: 

  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
  • დაგვიანებული ან/და არასრულყოფილი სააპლიკაციო დოკუმენტები არ განიხილება!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge;



თარიღი: 29/05/2019