საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ბოლონიის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ბოლონიის უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
იურიდიული ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკმარისია მეილზე მიღებული თანხმობა)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 9  მარტის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:

დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
16 დღე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge

თარიღი: 23/02/2018