საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან:

სტუდენტები: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა (მიმართულებების დეტალური ჩამონათვალის მოძიება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი)

აკადემიური პერსონალი: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა (მიმართულებების დეტალური ჩამონათვალის მოძიება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი)

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 24 მარტამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 2 გვერდი)
ბაკალავრის დიპლომი
ბაკალავრის დიპლომის დანართი
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - IELTS, TOEFL, FCE (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) ან/და ა/წ 9 ოქტომბერს ჩაბარებული ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ვებგვერდი, იპოვეთ თავსებადი მიმართულება და მოამზადეთ კვლევის გეგმა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, მაქსიმუმ 2 გვერდი)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული და დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით) დანართი 2
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
უფასო სწავლა, 850 ევროს ოდენობის სტიპენდია ყოველთვიურად, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
აკადემიური პერსონალი:
160 ევრო დღიურად, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (4 თვე)
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
2019/2020 სასწავლო წელი (1 კვირა)

დამატებითი ინფორმაცია:

-დამატებითი ინფორმაცია ონლაინ აპლიკაციის შესავსებად იხილეთ შემდეგ ბმულზე - სტუდენტები;
-დამატებითი ინფორმაცია ონლაინ აპლიკაციის შესავსებად იხილეთ შემდეგ ბმულზე - პერსონალი;
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!




თარიღი: 26/02/2019