საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრედერიკის უნივერსიტეტში (კვიპროსი)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ფრედერიკის უნივერსიტეტში  (კვიპროსი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის ბერძნულენოვან სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: ახალი ბერძნული ფილოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ბერძნულ-რომაული ფილოლოგია.


სტიპენდიანტთა შესარჩევი კონკურსი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრედერიკის უნივერსიტეტი);
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ფრედერიკის უნივერსიტეტი).

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  4 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:    outgoingmobility@tsu.ge


   სააპლიკაციო დოკუმენტაცია:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან ბერძნულ ენაზე);
  •  პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
  • მოტივაციის წერილი (ბერძნულ ენაზე, არა უმეტეს ერთი გვერდისა);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან ბერძნულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერ    იფიკატი (B2 დონე) ან/და ფაკულტეტის/ინსტიტუტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ცნობა, სადაც დადასტურებული იქნება სტუდენტის ენობრივი კომპეტენცია (მინიმუმ B2 დონე)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)    დანართი 1.
  • ბაკალავრის დიპლომი, დიპლომის დანართი (უნდა წარმოადგინოს მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტმა)

 

   სტიპენდიის ხანგრძლივობა:

ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).


   სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.


   დამატებითი ინფორმაცია:

  •   შერჩეულმა  სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.
  • არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

 


 


თარიღი: 23/05/2019