საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიებმა 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გამოაცხადა კონკურსები: ა) საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად; ბ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.

საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

გამოცხადებული კონკურსების პირობების თაობაზე იხილეთ: ეროვნული პრემიის კომისიის კონკურსის ძირითადი პირობები პრემიის მინიჭების პირობები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსის ძირითადი პირობები პრემიის მინიჭების პირობები (ასევე, იხ. ვებგვერდი: https://www.president.gov.ge).

შესაბამისი  პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება ელექტრონულად 2021   წლის პირველი ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის  ჩათვლით, ელექტრონულ  მისამართზე: info@president.gov.ge, ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის, ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება  მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

თარიღი: 18/10/2021