საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

სტიპენდიების ჩამონათვალი:
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 7 დღე
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული, ევროპული კვლევები, კულტურის მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
http://www.ucd.ie/international/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი)
https://www.lunduniversity.lu.se/
გამოყენებითი ბიომეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)
https://www.uio.no/english/
სკანდინავიური ფილოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 27 დღე
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ეკონომიკა, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ბიზნესი, ტურიზმი, მედიცინა, იურიდიული, თურქოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
უცხო ენები, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://en.uj.edu.pl/en_GB/start
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი)
https://www.univ-rennes1.fr/
კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, ეკონომიკა
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
http://www.univ-paris8.fr/en/
კომპიუტერული მეცნიერება, გეოპოლიტიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
https://www.uni-svishtov.bg/
ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-sofia.bg/eng
გეოლოგია, გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ფრედერიკის უნივერსიტეტი (კვიპროსი)
http://www.frederick.ac.cy/
განათლების მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
https://www.ut.ee/en
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html
გერმანული ფილოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.hs-koblenz.de/home/
ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 2 თვე
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fu-berlin.de/en/index.html
ინტერდისციპლინური: ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, სოციოლოგია, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ათენის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
https://en.uoa.gr/
ისტორია, არქეოლოგია, ფილოლოგია (ინგლისური, ბერძნული)
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მისკოლჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
http://www.uni-miskolc.hu/en
ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
http://www.vdu.lt/en/
ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.ur.edu.pl/en
არქეოლოგია, ისტორია, ფიზიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ბიალისტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.uwb.edu.pl/home
იურიდიული, ქიმია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ზიელონა გორას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://www.uz.zgora.pl/index.php?en
ინგლისური ლიტერატურა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
რჟეშოვის ტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://w.prz.edu.pl/en/
საინფორმაციო ტექნოლოგიები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/
იურიდიული, სოციოლოგია, ენები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
http://www.univ-catholille.fr/about-us/welcome.asp
ბიზნესი, მარკეტინგი, ევროპის კვლევები (ინტერდისციპლინური: განათლების მეცნიერებები, ადამიანის უფლებები, უმცირესობები), მდგრადი განვითარება,
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
https://www.ulisboa.pt/en
ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა:1 კვირა
ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.uni-bremen.de/en.html
ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად.  რეკომენდატორის მიერ აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის გადმოგზავნა)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა, 8 საათიანი სალექციო დატვირთვა კვირაში; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
8 საათიანი სალექციო კურსის მოკლე მონახაზი (მაქსიმუმ 2 გვერდი; ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს. რჟეშოვის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველ პროფესორებს არ ესაჭიროებათ წინასწარი მიღების წერილის წარმოდგენა)
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე)


დაინტერესებული პროფესორები/ლექტორები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 30 ნოემბრის 12 საათამდე.

სტიპენდია მოიცავს:

დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
ლილის უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ დოკუმენტში: დანართი 2;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 5-6 დეკემბერს;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 30 ნოემბრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.



თარიღი: 07/11/2018