საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

სტიპენდიების ჩამონათვალი:
ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
http://www.univ-paris8.fr/en/
საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://en.uw.edu.pl/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
http://www.univ-catholille.fr/about-us/welcome.asp
ცენტრალური ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 ან 4 კვირა
ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)
https://www.uio.no/english/
სკანდინავისტიკის ცენტრი
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 12 დღე
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
https://www.ut.ee/en
საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, უწყვეტი განათლების ცენტრი
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-speyer.de/en/index.php?p_id=93
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
უნივერსიტეტი ლიონი 2 (საფრანგეთი)
https://www.univ-lyon2.fr/www0-home-157320.kjsp?RF=WWW_EN
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/en/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (უცხო ენაზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად.  რეკომენდატორის მიერ აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის გადმოგზავნა)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან; დაინტერესების წერილი არ არის საჭირო ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში)
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 28 ნოემბრის 12 საათამდე!

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
მიმდინარე კონკურსის საფუძველზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სტიპენდიის მოპოვება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
ლილის უნივერსიტეტის შემოთავაზებები იხილეთ შემდეგ დოკუმენტში: დანართი 2;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 4 დეკემბერს;  
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 28 ნოემბრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.





თარიღი: 13/11/2018