საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2019-2020 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.    

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
•სააპლიკაციო ფორმა (იხ. შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი ინგლისური/თურქული ენის (B2) (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი- ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა; სტუდენტებმა, რომლებმაც 2018 წლის 9 ოქტომბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა)
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, სემესტრის მითითებით)
•ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
•CV (ევროპულ ფორმატში)
•პასპორტის ასლი 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
•სააპლიკაციო ფორმა (იხ.შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
•შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
•CV (ევროპულ ფორმატში)

უნივერსიტეტების ჩამონათვალი: 
·ჩანკირი კარათექინის უნივერსიტეტი
http://mevlana.karatekin.edu.tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 1, ფორმა 2 
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
3.აკადემიური პერსონალის სამუშაო გეგმა
·კავკასიის უნივერსიტეტი
https://www.kafkas.edu.tr/mevlana 
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
3.აკადემიური პერსონალის სამუშაო გეგმა
·ჩუქუროვას უნივერსიტეტი
http://mevlana.cu.edu.tr/tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა
3.აკადემიური პერსონალის სამუშაო გეგმა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 15 მარტს 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში;თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: mevlana@tsu.ge

- მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ  პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA, MA, PhD)

- მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:  
1.ფაკულტეტი
2.სემესტრი
3.აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)
4.საკონტაქტო ელ.ფოსტა
5.საკონტაქტო მობილურის ნომერი
6.პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

შენიშვნა:
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომისსირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენიფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge 

დაწვერილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.    

თარიღი: 01/03/2019