საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (Central European University CEU) აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლი წლისათვის 42 სამაგისტრო და 16 სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსზე არსებულ 14 სხვადასხვა დისციპლინაში.


რატომ CEU? - ის ავსტრიაში მე-3 ადგილზეა U-Multirank უნივერსიტეტების რეიტინგით. ხოლო 2022 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტების პრესტიჟულ რეიტინგში საგნების მიხედვით მისი ორი პროგრამა გლობალურ ტოპ 50-შია, სამი პროგრამა კი - ტოპ 100- ულში:
#24  - პოლიტიკა და საერთაშორისო კვლევები
#33 - ფილოსოფია
ტოპ 100 -  სოციოლოგია, ისტორია და სოციალური პოლიტიკა და ადმინისტრირება
ტოპ 150 -  სამართალი
ტოპ 200 - ეკონომიკა და ეკონომეტრია

 

CEU პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იმიტომ რომ:
-  ყველა ხარისხს, რომლებსაც უნივერსიტეტი ანიჭებს სტუდენტებს ( ბაკალავრის, მაგისტრის თუ დოქტორის) აქვს საერთაშორისო აღიარება და აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში.
-  უნივერსიტეტი, საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტებს, თითქმის ყველა პროგრამაზე სთავაზობს როგორც სრულ ასევე სხვადასხვა სახის ნაწილობრივ დაფინანსებას/სტიპენდიებს.
-  ის არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სადაც სტუდენტები მუშაობენ მსოფლიო დონის მკვლევარების მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით.
-  უნივერსიტეტის ერთიანი და მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც 140-ი ქვეყნის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალის და კურსდამთავრებულებისგან შედგება, ხელს უწყობს ღია საზოგადოების ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, ღია დისკუსიებსა და აკადემიურ თავისუფლებას.
-  CEU იდეალური ადგილია, თუ სტუდენტებს სურთ გაიუმჯობესონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ- ჩვევები და განაგრძონ მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა.
-  და ბოლოს- ვენა : მუსიკის დედაქალაქი, ევროპის ახალი ბიზნეს ცენტრი და მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი Economist Intelligence Unit-ის მიხედვით.
 

უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. საგანაცხადო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადაა  2024 წლის 1 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და წინასაწრი რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (ცენტრი ამ უნივერსიტეტს წარმოადგენს საქართველოში) Facebook გვერდებზე: Center for International Education – Tbilisi  ან Access CEU - Georgia Page. ასევე ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართებზე: cie@osgf.ge ან natia@osgf.ge  ან დაგვირეკეთ ნომერზე ️577401674.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭირო ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე. 


 

თარიღი: 06/12/2023