საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2018“

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2018“ იწყება!

კონკურსი იმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ 2012 წლის შემდგომ იმართება. 2018 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მისი ორგანიზატორები არიან „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მიიღონ სამოგზაურო გრანტი სოციალური მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის ფარგლებში ჩატარდება სემინარები და გაცნობითი შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე.
ფოთი - 22 თებერვალი (ქუთაისელი და ზუგდიდელი სტუდენტებისთვის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს CSRDG). სემინარი გაიმართება ფოთის საზღვაო ნავსადგურში;
ბათუმი - 23 თებერვალ . სემინარი გაიმართება სასტუმროში „ჰილტონი“;
თბილისი - 28 თებერვალი და 6 მარტი. სემინარები გაიამართება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავენ ორგანიზატორები.

კონკურსის ოქროს სპონსორები არიან:
ფოთის საზღვაო ნავსადგური
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“

კონკურსის პარტნიორები არიან:
სოციალურ საწარმოთა ალიანსი;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი;
ASB Georgia;
სასტუმრო „ჰილტონი“;
პური მსოფლიოსთვის (BROT).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი




თარიღი: 27/02/2018