საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსის „თეზისი 3 წუთში“ დასკვნითი ღონისძიება

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კონკურსის „თეზისი 3 წუთში“ დასკვნით ღონისძიებაზე 40-მდე დოქტორანტმა 8 წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგინა სადოქტორო კვლევები. 


პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები: I ადგილი: ნინო გაგნიაშვილი – თემა: „მძიმე მეტალთა იონების ადსორბციის შესწავლა, წყალხსნარებიდან მორდენიტზე“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; II ადგილი: ლევან წიქარიშვილი – თემა: „ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ანალიზი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ექსპედიციების მასალების მიხედვით“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; III ადგილი: ნათია ქათამაძე – თემა: „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ნაწლავური მიკროფლორის მოდიფიკაციის როლი გლიკემიის კორექციაზე“ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ხალხის რჩეული - ლევან წიქარიშვილი – თემა: „ტაო-კლარჯეთის ისტორიულ - გეოგრაფიული ანალიზი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ექსპედიციების მასალების მიხედვით“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტი განხორციელდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაცული ხარისხი.


პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს პოპულარულ, მარტივად გასაგებ ენაზე და წარმოადგენს
კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა აკადემიური, პრეზენტაციისა და კვლევითი კომუნიკაციის უნარის გაზრდას.
 

კონკურსის მონაწილემ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ 3 წუთში 1 სლაიდით უნდა შეძლოს სადოქტორო კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა.

 

თარიღი: 26/12/2022