საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“

 

29 ოქტომბერს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ გაიხსნა.  
 

31 ოქტომბერს,  კონფერენციის სტუმარი - ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა როდოლფო მასლიასიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მკვლევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და წაიკითხა ლექცია საკითხებზე: მრავალენოვნება ევროკავშირში; ევროპული ინსტიტუტების თანამშრომლობა ტერმინოლოგიაში; ქართული, როგორც კანდიდატი ენა; პროგრამის  - „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“  –  პროექტები და საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობა.


როდოლფო მასლიასი – ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი. იგი გახლავთ 2008 წლიდან  ევროპარლამენტის თარგმანის გენერალური დირექტორატის ტერმინოლოგიის საკოორდინაციო განყოფილების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 1981 წლიდან ბერძნული მთარგმნელობითი განყოფილების მთარგმნელი; 2013 წლიდან ლუქსემბურგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; სხვადასხვა უნივერსიტეტში  ასწავლის ტერმინოლოგიას ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე; არის რამდენიმე საბჭოსა და სამეცნიერო კომიტეტის წევრი.

თარიღი: 31/10/2022