თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულების სტუდენტების ორგანიზებით სპექტაკლი: "კოჯიკი: მითებისა და ცეკვების საღამო" გაიმართა. კოჯიკი - იაპონიის ისტორიის შესახებ უძველესი მითების და ლეგენდების კრებულია.
ღონისძიების მხარდამჭერი "ტოიოტა საქართველო" გახლდათ.