საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“ პრეზენტაცია

2024 წლის 5 მარტს შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეგიდით გამოცემული რიგით მეთვრამეტე ყოველწლიური კრებულის სახელწოდებით „ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“ პრეზენტაცია.

 

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ და კრებულის რედაქტორმა, პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ.

 

კრებულთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი პოზიტიური მოსაზრებები გაუზიარეს ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და კრებულის თანაავტორებმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ კრებული მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, ასევე საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოში. კრებულში თავმოყრილია ავტორთა ნაშრომები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ საყურადღებო მოსაზრებებს − როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა.

 

კრებულში თავმოყრილი სტატიები ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო გამოცდილებას.

 

კრებული განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

კრებული დაფინანსდა საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და  გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის (UNDP) მხარდაჭერით.

 

კრებული გამოცემულია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის, კონსტანტინე კორკელიას რედაქტორობით.

 

პრეზენტაციას დაესწრნენ აკადემიური წრეების, ასევე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუდენტები.

თარიღი: 05/03/2024