საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია

22 დეკემბერს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში თსუ-ს პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა გამართა საჯარო ლექცია ჯერომ სელინჯერის წიგნზე „თამაში ჭვავის ყანაში“.   აღნიშნული წიგნი მონაწილეობას იღებდა ინტელექტუალურ თამაშში „შეძელი და გამოიცანი“. სწორედ ამ თამაშის გამარჯვებულთა  დაჯილდოება გაიმართა ღონისძიების დასაწყისში.  გამარჯვებულებს გადაეცათ საინტერესო საჩუქრები, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისგან, ასევე გამომცემლობა პალიტრისგან,  ბაკურ სულაკაურისგან და დიოგენესგან.

თარიღი: 22/12/2022