საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ლორთქიფანიძის კითხვანი

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2024 წლის 30 სექტემბერს, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიურ სამეცნიერო კითხვანს გამართავს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებსა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს. 

 

  კონფერენციის მიზანია: ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას და მის შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას. კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა მოხდება თეზისების წარმოდგენის საფუძველზე, 2024 წლის 5 ივლისამდე. 

 

  მონაწილეებმა ელექტრონულ მისამართზე: shalva.londaridze@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ კითხვანის მოხსენების თეზისები (არაუმეტეს 400 სიტყვისა). წარდგენილი მასალების შერჩევის შემდეგ, მონაწილეებმა, არაუგვიანეს 25 ივლისისა ამავე მისამართზე უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები.

 

  კითხვანის მოხსენების ტექნიკური სტანდარტები: საბოლოო ნაშრომის სიტყვათა მოცულობა - (2000 – 2500) სიტყვა. შრიფტი - Sylfaen შრიფტის ზომა - 11 სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5 ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1.5, ზემოთ და ქვემოთ -2.5 მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას (APA-ს სტილით) 

 

  რეგლამენტი : მოხსენება -15 წუთი დისკუსია - 5 წუთი 

 

 აბსტრაქტებსა და საბოლოო ნაშრომს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი, გვარი. 

ორგანიზაცია, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა. 

საკონტაქტო ინფორმაცია. 

კითხვანის მოხსენებები გამოიცემა. 

 

  მნიშვნელოვანი თარიღები : კითხვანის გამოცხადება: 2024 წლის 4 ივნისი. მოხსენებების აბსტრაქტების მიღების საბოლოო თარიღი: 2024 წლის 15 ივლისი. სრული მოხსენებების და პრეზენტაციების გადმოგზავნის საბოლოო თარიღი: 2024 წლის 16 სექტემბერი. 

 

  კითხვანის გამართვის თარიღი: 2024 წლის 30 სექტემბერი.

თარიღი: 09/06/2024