საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-13 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში

20 და 21 დეკემბერს ჩატარდება მე-13 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში. სიმპოზიუმი იმართება  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის კათედრის და იგივე სახელწოდების ინსტიტუტის თაოსნობით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ზეპირი და სტენდური მოხსენება როგორც თსუ-ს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების, ისე მოწვეული უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტების პერსონალის მიერ. სიმპოზიუმს თანაორგანიზებას და თანასპონსორობას უწევს ამერიკის ქიმიური საზოგადოება-საქართველოს ქიმიის საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაცია, რომელსაც ასევე დაწესებული აქვს ფულადი პრიზები საუკეთესო სტუდენტური მოხსენებებისთვის.

სიმპოზიუმი გაიხსნება 20 დეკემბერს 10 საათზე თსუ I კორპუსში პეტრე მელიქიშვილის (№115 აუდიტორიაში)

თარიღი: 20/12/2024