საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული ქ. ირბიდში იარმუკის უნივერსიტეტში

23-25 აპრილს იორდანიაში, ქ. ირბიდში იარმუკის უნივერსიტეტში  მე-4 საერთაშორისო განათლების კვირეული გაიმართება.

ღონისძიების მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიება, დიალოგის წახალისება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. განათლების კვირეული ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი თემები: თანასწორობა და ინკლუზია უმაღლეს განათლებაში; ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში: ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა SDG-ების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების სტრატეგიებში; სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა: გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ვირტუალური გაცვლები; ინოვაცია და დასაქმება; პროფესიული განათლებისა და სწავლების გაძლიერება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არის უფასო. თითოეულმა მონაწილე მხარემ თავად უნდა დაფაროს მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია: პროფესორი მვაფაკ ოტუმი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ოფისის დირექტორი: ელ-ფოსტა: iw@yu.edu.jo ან ტელ: +962790143171.

 

ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს https://iw.yu.edu.jo, სადაც განთავსებულია სარეგისტრაციო ფორმა: (https://forms.office.com/r/x9YQug39zT). რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 22 მარტი. ამასთან, მათთვის, ვინც აპირებს მონაწილეობას Erasmus+-ის საშუალებით, 2024 წლის 21-22 აპრილს ექნება სწავლა/ტრენინგის ორი დამატებითი დღე.

თარიღი: 04/03/2024