საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიალაბორატორია

თბილისის ამერიკული კუთხე ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, დამწყები ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის სფეროთი დაინტერესებული მოქალაქეებისთვის აცხადებს მიღებას პროექტში - "მედიალაბორატორია".

პროექტი მოიცავს ისეთი თემების შესწავლას, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის გარჩევის გზები, სამართლიანობისა და ობიექტურობის დაცვის მნიშვნელობა ახალი ამბების გადმოცემისას, ინტერნეტის გლობალური ფენომენის როლი თანამედროვე საზოგადოებაში, მედიაწიგნიერების როლი და მედია-იარაღების გამოყენება მიმზიდველი მასალის შექმნისთვის, მედიაეთიკის მნიშვნელობა და დისკრიმინაციული მასალის გამოყენების თავიდან აცილების გზები ახალი ამბების შექმნისთვის, სიძულვილის ენის მახასიათებლები და მისი გარჩევა ახალი ამბების გადმოცემისას.

შეხვედრა ჩატარდება კვირაში ერთხელ, 2 სათის განმავლობაში. შეხვედრის დღეა ორშაბათი. შეხვედრა დაიწყება 18:00 საათზე. შემოთავაზებული პროექტი გრძელდება 4 თვის განმავლობაში. შეხვედრების სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით.

რეგისტრაცია დასრულდება 2018 წლის 2 ნოემბერს. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.
თარიღი: 23/10/2018