საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში

     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტთა II კლინიკური კონფერენცია   „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“ გაიმართა, რომელზეც მოხსენებები წარმოდგენილი იყო უროლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, კლინიკური ლაბორატორიის, ინფექციური და სტომატოლოგიის მიმართულებებში.

     

    რეზიდენტურა სამედიცინო განათლების პოსტდიპლომური პროფესიული მზადების პროგრამაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აუცილებლად უნდა გაიაროს კურსდამთავრებულმა. მხოლოდ ამ საფეხურის გავლის შემდეგ შეუძლია მიიღოს მან შესაბამისი საექიმო კვალიფიკაცია. პროგრამა მოიცავს ძირითადად პრაქტიკულ მზადებას, თუმცა, ხელს უწყობს რეზიდენტის სამეცნიერო უნარების ამაღლებას.  სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უფლება ეძლევა ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდა შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.  

     

    ღონისძიებას თსუ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თამარ რუხაძე, პროფესორები, რეზიდენტები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროფილის ინსტიტუტების, კლინიკების, ცენტრების წარმომადგენლები, რომლებმაც თანამედროვე კლინიკურ მიდგომებზე, სიახლეებსა და საინტერესო კლინიკურ შემთხვევებზეც ისაუბრეს. 

     

     კონფერენცია გაიმართა საქართველოს უროლოგთა ასოციაციის, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით.

     

    თარიღი: 02/06/2023