საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლია შიხიაშვილმა მოაწერეს.


მემორანდუმი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის სფეროს შესწავლა-განვითარება-პოპულარიზაციას, სტუდენტების ჩართულობას სამართლებრივი კვლევის განხორციელებასა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.


თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, გაიმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებები, მათ შორის კონფერენციები და საჯარო ლექციები. ასევე, იგეგმება სამეცნიერო ჟურნალის გამოცემაც.


მემორანდუმს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თარიღი: 09/03/2024