საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელობითი სემინარი

საბერძნეთის კულტურის ფონდისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, 19-23 დეკემბერს, თსუ მერვე კორპუსის 220-ე აუდიტორიაში, ჩატარდება ერთკვირიანი მთარგმნელობითი სემინარი, რომელსაც ჩაატარებენ ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და მთარგმნელები.

 

სემინარი მიზნად ისახავს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში.

 

სემინარში მონაწილეობისათვის აუცილებელია ახალი ბერძნული და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. პრიორიტეტი ენიჭება ისეთ აპლიკანტებს, ვისაც უკვე აქვთ ახალი ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნის გამოცდილება.

 

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა, 30 ნოემბრამდე, უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lana.ramishvili@tsu.ge

 

სემინარის პროგრამა გამოქვეყნდება აპლიკანტების შერჩევისთანავე.

 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

თარიღი: 23/11/2022