დაიწყო განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის 2025-2026 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კანდიდატმა განაცხადი უნდა შეავსოს ელექტრონულად პორტალზე: https://studyinitaly.esteri.it/. განაცხადის წარდგენის ვადა იწურება 2025 წლის 16 მაისს 14.00 საათზე იტალიის დროით (2025 წლის 16 მაისს 16.00 საათზე საქართველოს დროით). ზემოაღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.