საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიღება ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში (ბუქარესტი)

  ცხადდება მიღება 2024 წლის 1-5 ივლისს, ქალაქ ბუქარესტში, რუმინეთის საერთაშორისო ფრანკოფონიის ორგანიზაციისა (OIF) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

 

 პროგრამა განკუთვნილია 20-28 წლის იმ სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთა ფრანგული ენის ცოდნა შეესაბამება B2 დონეს. პროგრამა გამარჯვებულ მონაწილეებს აუნაზღაურებს მგზავრობის, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების, კვების, სამოგზაურო დაზღვევისა და კულტურული ტურების ხარჯებს.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 მაისამდე, რომელთა წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://mfr.upb.ro/nosevenements/universite-dete-des-jeunes-en-relations-internationales

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.  

თარიღი: 19/04/2024