კომპოსტელას უნივერსიტეტთა ჯგუფი აცხადებს მოხალისეობის პროგრამას "უნივერსიტეტების მოსიარულე საზოგადოება 2025" ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის (თსუ აღნიშნული ჯგუფის წევრია 2022 წლიდან), რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ნებისმიერი საფეხურისა და მიმართულების 18-დან 30 წლამდე ასაკის სტუდენტს, რომელსაც აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვს 2024-25 სასწავლო წლის განმავლობაში.
დაფინანსება
კომპოსტელას უნივერსიტეტთა ჯგუფი და Camino de Santiago-ს მუნიციპალიტეტების ასოციაცია თითოეულ შერჩეულ მონაწილეს უზრუნველყოფს შემდეგით:
აკომოდაცია მოხალისეობის პერიოდში;
კვება მოხალისეობის პერიოდში (ჩამოსვლის და გამგზავრების დღეებში გაიცემა მხოლოდ ერთი კვება);
ლოკალური ტრანსპორტირება მოხალისეობრივი საქმიანობის ადგილამდე და იქიდან შეხვედრის წერტილამდე;
მოხალისეობრივი აქტივობის განსახორციელებლად საჭირო რესურსები;
მონაწილეობა გასართობ აქტივობებში;
სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა.
მონაწილეები თავად არიან პასუხისმგებელნი, რომ მოხალისეობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყონ საკუთარი სამედიცინო დაზღვევა (საჯარო და/ან კერძო).
მონაწილეები ქალაქ Jaca-ში (იხ. ლოკაციის რუკა) უნდა ჩავიდნენ საკუთარი ფინანსური რესურსებით.
განხორციელების თარიღები
"უნივერსიტეტების მოსიარულე საზოგადოება 2025" მოხალისეობრივი აქტივობები განხორციელდება უწყვეტად 15 დღის განმავლობაში: 2025 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტომდე (ჩათვლით).
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ონლაინ შესავსები სარეგისტრაციო ფორმა;
სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პარტნიორ უნივერსიტეტთან კავშირს 2025 წელს;
ესპანური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სკანირებული ვერსია ყველა ინფორმაციის შემცველი გვერდით;
ასევე, არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
მოხალისეობრივი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
სოციალური ან ჰუმანიტარული მიმართულების ასოციაციაში წევრობის დამადასტურებელი ცნობა.
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე https://web.gcompostela.org/university-walking-community-5/