ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ ჯოხაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში გაიმარჯვა და ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია მოიპოვა – მათემატიკისა და მექანიკის დარგში.