საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის (ENOTHE) ყოველწლიური კონფერენცია

14 -16 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის (ENOTHE) ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს.


13 ოქტომბერი, კონფერენციის წინა დღე ეძღვნება Tuning პროცესის ფარგლებში ოკუპაციური თერაპიის დარგობრივი კომპეტენციების შესახებ სამუშაო შეხვედრას.


საქართველოსთვის ოკუპაციური თერაპია შედარებით ახალი დარგია. ქვეყანაში ამ სპეციალობის ერთადერთი საგანმანათლებლო პროგრამა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო პროგრამის სახით არსებობს.


საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემა სწორედ დარგის განვითარების შემდეგ ეტაპზე ტრანზიციის პროცესის ფორმირებას ეხება.


კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ჯამში 400 მონაწილეს აერთიანებს, როგორც ადგილზე ასევე ონლაინ პლატფორმაზე.

 

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია.


საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ოკუპაციური თერაპევტები, მეცნიერები და სტუდენტები ეწვევიან: ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ლიეტუვიდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა. ჩამომსვლელ სტუმრებს შორისაა ოკუპაციური თერაპიის მსოფლიო ფედერაციის (WFOT) პრეზიდენტიც.
 

კონფერენციის გვერდის ბმული: https://enothe.eu/annual-meeting/georgia-22/

თარიღი: 29/09/2022