საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ონლაინ ლექცია: "ხელოვნური ინტელექტი და უმაღლესი განათლება"

 

 2025 წლის 11 სექტემბერს, 4:30-დან 5:30 საათამდე (ცენტრალური ევროპული დრო), UNESCO-ს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ონლაინ ლექციას: "ხელოვნური ინტელექტი და უმაღლესი განათლება".

 

პირველ სესიაზე (თემა: "როგორ ავითარებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შემეცნებას და პედაგოგიკას") მოხდება პროფესორ დუნკან ფრითჩარდის (კალიფორნიის უნივერსიტეტი) წარდგენა, რომელიც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი ჩვენი აზროვნების, სწავლის და სწავლების გზების ფორმირებაზე, ასევე კრიტიკული აზროვნების და საგანმანათლებლო პრაქტიკის პროცესში მის უარყოფით მხარეებზე.

 

ლექციების ციკლი 6-თვიანია და მას წარუძღვებიან წამყვანი საერთაშორისო სპიკერები, ხოლო პირველი ლექცია გახსნის აკადემიურ დიალოგს თემაზე, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოტანილი ძირეული ტრანსფორმაციების (ცვლილებების) როგორც ფორმირება, ისე მათთან რეაგირება და ადაპტაცია.  

 

სესიები ჩატარდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე სინქრონული თარგმანით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფართო მონაწილეობა.

 

გთხოვთ, იხილოთ თანდართული კონცეფციის დოკუმენტის ლინკი ლექციების, ფორმატის და სრული კალენდარის შესახებ დეტალური ინფორმაციით: 

https://www.unesco.org/en/articles/how-does-ai-shape-human-cognition-and-pedagogy

 

ასევე, რეგისტრაციის ბმული: 

https://unesco-org.zoom.us/meeting/register/1n7LHNs_TnSX8Ss89K1sig#/registration

თარიღი: 09/09/2025