საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორი გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ორი მნიშვნელოვანი გამოცემის პრეზენტაცია - “ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომი და ორტომეული „მეფე პოეტები“.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართლის ცხოვრების“ გამოცემით საბოლოოდ შეიკრა ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული კრებული, ხოლო „მეფე პოეტები“ ერთ სივრცეში აერთიანებს ქართველი მეფეების პოეტურ შემოქმედებას და ჩვენს მდიდარ მემკვიდრეობას ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

„ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომში თავმოყრილია XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსების ნაშრომები, ხოლო ორტომეული „მეფე პოეტები“ მოიცავს დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, თამარ მეფის, თეიმურაზ I-ის, არჩილ II-ის, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის პოეზიას.

გამოცემები წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშებს, რომლებიც მკვლევრებსა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი ისტორიული და პოეტური მემკვიდრეობა.

თარიღი: 20/02/2026