საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი -„ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი -„ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი“ გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიიღო. რექტორი განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა პროფესორ ნოდარ ჯანაშიას ღვაწლს.

 

„ჩვენი უნივერსიტეტი მხოლოდ კედლები და აუდიტორიები არ არის - ეს არის ტრადიცია, მეხსიერება და ადამიანების მიერ შექმნილი ცოდნა. პროფესორი ნოდარ ჯანაშია ერთ-ერთი გამორჩეული თურქოლოგი იყო, რომლის მეცნიერულმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში. მისი ნაშრომები და თარგმანები არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეს, არამედ ქართული სიტყვის კულტურასაც ამდიდრებდა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თურქოლოგებით და გვჯერა, რომ მათი საქმე გაგრძელდება. საქართველოს არქივებში უამრავი მასალაა, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას მოითხოვს. ჩვენი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მხარდაჭერას როგორც პუბლიკაციებში, ისე საერთაშორისო თანამშრომლობაში. ეს არის გზა, რომ ისტორია არასოდეს დარჩეს მხოლოდ წარსულში და ის გაგრძელდეს მომავალ თაობებში,“ -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

სიმპოზიუმს ესწრებოდნენ თურქული უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები. თურქული ენის პალატის ხელმძღვანელმა ჰარუნ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა და მზადყოფნა,  რათა მხარი დაუჭიროს ქართულ თურქოლოგიას მომავალშიც

თარიღი: 14/11/2025