საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”.
თსუ რექტორის 2023 წლის 4 დეკემბრის N303/01-01 ბრძანებით დამტკიცდა თსუ-ს სტუდენტებისთვის პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მინიჭების წესი.
თსუ რექტორის 2023 წლის 11 დეკემბრის N308/01-01 ბრძანებით შევიდა ცვლილება პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მინიჭების წესში და დაზუსტდა სტუდენტური აქტივობების ჩამონათვალი. კერძოდ, თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალურ აქტივობებში განიხილება „სამეცნიერო პუბლიკაცია“, „სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა“ და სხვა.