საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების გამოსავლენად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა გამოცდის ჩატარების წესი და ვადები

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების გამოსავლენად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ფილოსოფია“, „ეკონომიკა“ და „დაწყებითი განათლება“ შიდა გამოცდის ჩატარების წესი და ვადები განისაზღვრა თსუ-ს რექტორის ბრძანებით: №254/01-01, 23.10.2018.

შიდა გამოცდის ჩატარების წესი:

•პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული ან სტატუსაღდგენილი დასაფინანსებელი სტუდენტების გამოვლენა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე.

•თუ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, უნივერსიტეტი ეყრდნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებულ სტუდენტთა საკონკურსო ქულებს. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებული აქვთ თანაბარი საკონკურსო ქულა, სტუდენტის შერჩევა ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

შიდა გამოცდის ვადები:

•გამოცდა ზოგად უნარებში - 25 ოქტომბერი
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 26 ოქტომბერი
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 29 ოქტომბერი
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 30 ოქტომბერი

შიდა გამოცდა ზოგად უნარებში ჩატარდება 25 ოქტომბერს 14:30 სთ-ზე - თსუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N11).


საკონტაქტო ინფორმაცია:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ტელ.: (+995 32) 2 22 21 08
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: ტელ.: (+995 32) 2 22 23 76
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ტელ.: (+995 32) 2 30 36 71

თარიღი: 25/10/2018