საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი "ბეჭდე ქართულად“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტური კონკურსი „ბეჭდე ქართულად“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება საუნივერსიტეტო და ზოგადად, სოციალურ ცხოვრებაში; ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო ენის შესახებ, ღირებულებათა სისტემის ფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა; • სასწავლო პროცესის დატვირთვა სახალისო-შემეცნებითი აქტივობებით; • ქართული ენის შესწავლისადმი ინტერესის გაზრდა-გაღვივება; • ქართული ენის პოპულარიზაცია.

თარიღი: 16/04/2025