საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი თსუ დესპანი 2026 იწყება

პროექტი #თსუდესპანი2026 იწყება,  პროექტი თავის მე-13 სეზონს იწყებს და მასში ჩართვას სთავაზობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს (სამივე საფეხური, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა). 

 

 გახდი დესპანი, ესტუმრე მშობლიურ სკოლას და  უფროსკლასელებს საკუთარი საუნივერსიტეტო გამოცდილება გაუზიარე.

 

 იხილეთ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული  

 

"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

 

პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელის განათელების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.

 

"თსუ დესპანი - 2026"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი. (ჩატარების თარიღს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შეიტყობთ). 

 

რეგისტრირებული დესპანები 26 იანვრიდან 13 თებერვლამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში.

 

P.S მონაწილე სტუდენტი მიიღებს ცნობას პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც სურვილისამებრ შეუძლია გამოიყენოს სტიპენდიის კონკურში. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tsuenvoy@tsu.ge | Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy

 

 

თარიღი: 17/12/2025