თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 9-10 თებერვალს გამართავს თსუ-ს 108 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას - „თსუ 108“.
კონფერენცია მუდმივმოქმედია და ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. 2026 წელს ჩატარდება მეოთხე კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2028 წლის 20 იანვრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი: პლენარულ სხდომაზე – 25 წუთი;
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი