საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ რამაზ გახოკიძეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია  მიენიჭა


 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს,  ბიოორგანული ქიმიის  კათედრის გამგეს, ბატონ რამაზ გახოკიძეს, მონოგრაფიისათვის   „დედამიწის ეკოლოგიური და სასურსათო პოტენ­ციალი“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია -  პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია  მიენიჭა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ რამაზ გახოკიძეს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ სამეცნიერო და პედაგოგიურ წარმატებებს უსურვებს.

თარიღი: 04/11/2025