საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი რუსუდან სანაძე ევროსაბჭოს უმაღლესი განათლების ქვეჯგუფის წევრია

 თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  რუსუდან სანაძე,  ევროსაბჭოს უმაღლესი განათლების ქვეჯგუფის წევრი გახდა. 

 

ევროსაბჭოს ქვე-ჯგუფი უმაღლეს განათლებაში, ევროსაბჭოს განათლების მიმართულების მმართველ კომიტეტსა და ბიუროს რეკომენდაციებს უწევს უმაღლესი განათლების საკითხებში. მიმდინარე წლის თებერვალში ჯგუფის წევრებმა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი განათლების პროგრამა,  რომელიც 2024-2027 წლებში უნდა განხორციელდეს. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: უსდ დემოკრატიული მისია, კვალიფიკაციის აღიარება, იძულებით გადაადგილებულთა კვალიფიკაციის აღიარება, ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში, ეთიკის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის საკითხები უმაღლეს განათლებაში.

თარიღი: 20/03/2024