საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. თსუ რექტორმა და ელჩმა, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობაზე იმსჯელეს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს თსუ-სა და სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა თუ მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობის განვითარებას.

თარიღი: 10/11/2023