ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის სამეცნიერო წრის ყოველწლიური საკონფერენციო ციკლის ფარგლებში, კონფერენცია - „ვაჟა-ფშაველა ევროპულ მთარგმნელობით რეალობაში“ გაიმართა.
კონფერენციის ძირითადი თემაა თარგმანის კრიტიკის საკითხები ვაჟა-ფშაველას თარგმანების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე და მხატვრული თარგმანის სხვადასხვა თეორიულ-პრაქტიკული ასპექტები. მის ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები: ორიგინალიდან თარგმანამდე; მხატვრული ტექსტის თარგმნის სპეციფიკა (პოეზია და პროზა); თარგმნა თუ ინტერპრეტაცია; თარგმანის სირთულეები და თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ რომანული ფილოლოგიის წრის და ასევე თარგმანისა და თარგმანის კრიტიკით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებს.