eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგანმანათლებლო პროექტი - "ArtEast - ArtWest

"საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ (GITA) იწყებს  მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - "ArtEast - ArtWest". პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარება.   აღნიშნულის მისაღწევად პროექტი ArtEast – ArtWest იწვევს ახალგაზრდების გადამზადებას ციფრული ხელოვნებისა და ანიმაციის მიმართულებით.  პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები შეისწავლიან ანიმაციის შექმნის ძირითად და მოთხოვნად მიმართულებებს, მათ შორის:  

 

• სცენარის წერა და ამბის თხრობა (Storytelling and  Script);

• პერსონაჟებისა და გარემოს ვიზუალური დიზაინი (Visual and Character Design);

• ანიმაცია და მოძრაობის დიზაინი (Animation and Motion);

• ხმის დიზაინი (Sound and Music). 

 

სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც ონლაინ ლექციებს, ასევე -  ფიზიკურ შეხვედრებს რეგიონულ ტექნოპარკებსა და საგანმანათლებლო ბანაკში (Bootcamp). პროგრამაში მონაწილეობა  სრულიად უფასოა.  

 

გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ დაინტერესებულ სტუდენტებს შორის.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 აგვისტო

 

სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: apps.mygita.ge/zs/MhCZ3r

 

პროექტის  და მასში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ქ-ნ ქეთევან ბულისკერიას, ქ. ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: kbuliskeria@gita.gov.ge

 

თარიღი: 10/08/2026