ცხადდება განაცხადის მიღება 2026 წლის 2-3 აპრილს ქ. ასტანაში დაგეგმილ საერთაშორისო გეოლოგიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ ფორუმი ხიდს აგებს გეოლოგიური მეცნიერების წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის, ხაზს უსვამს ცოდნის უწყვეტობას და ტრადიციული გამოცდილების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის მნიშვნელობას მთელი ევრაზიის რეგიონის მდგრადი მომავლისთვის.
ფორუმში მონაწილეობს 18 ქვეყანა და ღონისძიების მიზნებია: რეგიონის გეოლოგიური პოტენციალის და კვლევის მიმდინარე მიმართულებების ჩვენება; წიაღისეულის გამოყენებისა და გეომეცნიერებების სფეროში ექსპერტული და პარტნიორული საზოგადოების შექმნა; გეოანალიტიკის განვითარებისა და წიაღისეულის გამოყენების დიგიტალიზაციის ხელშეწყობა; ინდუსტრიის ადამიანური რესურსებისა და საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერება; სასაზღვრო ინიციატივების, მემორანდუმებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროგრამების საფუძვლის შექმნა. ღონისძიების კოორდინატორი და ორგანიზატორია სს „ეროვნული გეოლოგიური სამსახური“; ფორუმს მხარს უჭერენ ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო აპარატი, ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტრო, ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო, ყაზახეთის რესპუბლიკის წყლის რესურსებისა და ირიგაციის სამინისტრო, ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო, ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს გეოლოგიის კომიტეტი, არაკომერციული სს „ეროვნული ჰიდროგეოლოგიური სამსახური“, წიაღის მომხმარებლების კომპანიები და ცენტრალური აზიის რეგიონის ეროვნული გეოლოგიური სამსახური.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.