საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია: „აკაკი ჩხენკელი - 150“

      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს თეზისების მიღებას ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისათვის. კონფერენცია ორგანიზებულია და იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით, 18-19 ივლისს.

 

     აკაკი ჩხენკელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწეა საქართველოს და სამხრეთ კავკასიის მეოცე საუკუნის ისტორიაში.  იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი და 1921 წლიდან- საქართველოს ელჩი საფრანგეთში. აკაკი ჩხენკელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებაში.  

 

            აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს მეცნიერებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

 

            კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მოიცავს ხუთ ძირითად თემატურ სექციას, ესენია:

 

საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი (1918-1939)

ქართული ემიგრაცია

ომთაშორის პერიოდის საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი ევროპასა და კავკასიაში (1918-1939)

აკაკი ჩხენკელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა

სოციალური და ეკონომიკური პროცესები ევროპასა და კავკასიაში (1918-1939) 

 

კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის  მიღების ბოლო ვადაა - 24 მაისი. თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივნისი. თეზისები უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 300 სიტყვას.  5 საკვანძო სიტყვას, შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 12, სტრიქონებს შორის მანძილი: 1.5.

თეზისები უნდა გამოიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში, სარეგისტრაციო ფორმებში შევსებული.  ქართველი ავტორების მხრიდან სარეგისტრაციო ფორმები შევსებული უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

 ელ-ფოსტა: chkhenkeli150@tsu.ge

თარიღი: 30/04/2024