საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-11  საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები:ნართების ეპოსი კავკასიურ ფოლკლორში“ გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართულ-ოსური დიალოგის გაღრმავებას, კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 120-ზე მეტმა მკვლევარმა საქართველოდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, იაპონიიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და დაღესტნიდან.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურის სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ცნობილი ოსი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

 

კონფერენციის გახსნა მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „ნართები“, რაც სიმბოლურად გამოხატავდა ფოლკლორის როლს კულტურათა დიალოგში. 

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. პარტნიორები - განათლების სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის საზოგადოება.

თარიღი: 13/10/2025