საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თანამედროვე პრობლემები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 21-22 ივნისს ატარებს ინსტიტუტის 75  და ჟურნალ ეკონომისტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თანამედროვე პრობლემები.

კონფერენციის თემატიკა:
1.„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თეორიული პრობლემები;
2.„მწვანე ეკონომიკა“, ეკონომოკური განვითარება და ეკონომოკური ზრდა („მწვანე“ ზრდა, ანტიზრდა);
3.„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების მეგა-, მაკრო-,  დარგობრივი (მრეწველობა და მისი დარგები, მომსახურება, ვაჭრობა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი), რეგიონული და მიკროპრობლემები;
4.ინოვაციები და ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში;
5.ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი და მისი რაციონალური გამოყენება;
6.„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების ინსტრუმენტები;
7.„მწვანე“ ენერგეტიკა;
8.„მწვანე“ ქიმია;
9.ბუნებრივი კაპიტალი;
10.გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები და სხვ.

კონფერენციის ჩატარების პირობები და ვადები:
კონფერენციის ჩატარების პირობებს გაეცანით ვებგვერდზე

სასურველია კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა.

მასალების წარმოდგენის (მისამართზე: economics_institute@yahoo.com) და მონაწილეობის ღირებულების გადახდის (შესაბამის საბანკო ანგარიშზე) საბოლოო ვადაა 2019 წლის 15 მაისი, 18:00 სთ.

მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა რეცენზირებად კრებულში, ასევე განთავსდება კონფერენციების ვებგვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.





თარიღი: 28/02/2019