საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენრტრისა (ISTC) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) - სადოქტორო გრანტების კონკურსი

საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენრტრი(ISTC) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (STCU) - აცხადებს სადოქტორო გრანტების კონკურსს 2019

კონკურსი ღიაა მაგისტრის ხარისხის მქონე განმცხადებლებისთვის, რომელთაც  მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვთ  საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, სომხეთის, ავღანეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, მონღოლეთის უნივერსიტეტებში.

საგრანტო კონკურსის კვლევითი მიმართულებები მოიცავს: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასა და ამ მიმართულებებით აქტუალური საკითხებს, სტრატეგიულ სავაჭრო კონტროლს, ეროვნული და საერთაშორისო სავაჭრო კონტროლის სისტემებს და აშ.

კონკურსი გულისხმობს შერჩეულ კანდიდატებთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას 2019 წლის სექტემბრიდან.

მონაწილეები ჩარიცხული უნდა იყვნენ ევროკავშირის წევრ ან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნების რომელიმე უნივერსიტეტში და ჰყავდეთ პროგრამის 2 ხელმძღვანელი.

საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 აპრილი, 12:00 საათი (ბრიუსელის დროით).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC) ვებგვერდი, ან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (STCU) ვებგვერდი.

თარიღი: 21/01/2019